ქვეყნები

ruqa

შემოთავაზებების მრავალფეროვნების მიუხედავად ქვეყნის ამორჩევა, სადაც გინდათ რომ წახვიდეთ სასწავლებლად, არც თუ ისე იოლია. თითოეული ქვეყანა თავისებურად მიმზიდველია, ყოველ მათგანს აქვს თავისი ღირსშესანიშნაობები, თავისი კულტურული მემკვიდრეობა. მაგალითად, საფრანგეთი – ეს არის მათრობელი ღვინო, სუნამოები, იაპონია – საუკუნოებრივი ტრადიციები, ელიტარულობა და თანამედროვე ტექნოლოგიები, ამერიკა – სწრაფი კვება, შოპინგი და კინოინდუსტრია.

ამას გარდა თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი სიპათიები ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ: ზოგს მოსწონს ინგლისური ცივი ხასიათი, ზოგს გერმანული პუნქტუალურობა, ზოგიერთს – შვეიცარიელების სიზუსტე. ზოგიერთ მათგანს უყვარს ფინელების სიდინჯე, ზოგს – ესპანელების ექსპრესიულობა, ზოგს კი ბერძნების მხიარული ზნე. ზოგიერთ მათგანს სურს შეიცნოს ჩინელების სიბრძნე, ზოგს სურს იხილოს სკანდინავიური ბუნების სილამაზე, ზოგს კი სურს უბრალოდ მექსიკის პლიაჟებზე ნებივრობა.

თუმცა სასწავლებლად ქვეყნის ამორჩევის დროს ჩვენ გირჩევთ იხელმძღვანელოთ არა საკუთარი სიმპათიებით, ანდა ტურისტული უპირატესობებით, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის განათლების სიტემის თავისებურებებით, რადგან ზოგ მათგანში უკეთესია ენის შესწავლა, სხვაგან უკეთესია უმაღლესი განათლების მიღება, ზოგან კი უმჯობესია სამეცნიერო კვლევების ჩატარება. ძნელია არ აღიარო ის ფაქტი, რომ ამერიკის სასწავლებლები საუკეთესოა ბიზენსის ადმინისტრირების სწავლების კუთხით, იაპონიის – ტექნოლოგიების კუთხით, იტალიის – მოდის ინდუსტრიის, ინგლისის – დიზაინისა და რეკლამის სფეროში.

ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის იმ ქვეყნების განათლების სისტემების მოკლე აღწერა, რომლებთანაც ვმუშაობთ. შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ მათგანის თავისებურებებს და პროგრამებს, შემდეგ კი გააკეთოთ არჩევანი იმ ქვეყანაზე რომელიც თქვენთვის მისაღებია.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა მარცხნივ მენიუდან.