ინგლისური ენის კურსი სასტუმროს პერსონალისთვის

Hotel and Hospitality English

ინგლისური ენის სპეციალური კურსი (Hotel and Hospitality English) განკუთვნილია სპეციალურად სასტუმროს პერსონალისათვის. იგი იძლევა აუცილებელ ცოდნას, რომელიც სჭირდება სასტუმროებში დასაქმებულ პირებს, რათა მათ თავისუფლად და თავდაჯერებულად შეძლონ ინგლისურ ენაზე საუბარი და სტუმრებთან ურთიერთობა.

ინგლისური ენის სპეც-კურსი მოიცავს ყველა ეტაპს - სტუმრის შემოსვლის მომენტით დაწყებული, სასტუმროდან გასვლით დამთავრებული: განთავსება-დაბინავება, სერვისების შეთავაზება, ტელეფონით და ელ. ფოსტის საშუალებით ურთიერთობა, რესტორანი, ივენთები, სპეციფიკური ტერმინები, ზეპირი სავარჯიშოები, აუდიო და ვიდეო მაგალითები.

აღნიშნული ინგლისური ენის სპეც-კურსი იდეალურია მათთვის, ვინც უკვე მუშაობს სასტუმროებში, ან მომავალში აპირებს ამ სფეროში დასაქმებას.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წუთი.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. ასევე ჩვენი კომპანია დახმარებას გაგიწევთ სასტუმროებში დასაქმებაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

სწავლების ღირებულება: თვეში 250 ლარი

სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
ტელ.: 555 566 588
მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან), 1 სართ., ოფისი 19