სწავლა საზღვარგარეთ

ლიტვის სპორტის უნივერსიტეტი
Lithuanian Sports University

კაუნასი, ლიტვა

ლიტვის სპორტის უნივერსიტეტი არის წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი ფიზიკური კულტურისა და სპორტის კუთხით. უნივერსიტეტი სთავაზობს რამოდენიმე პროგრამას, რომელთა მიზანია არა მხოლოდ ფიზკულტურის მასწავლებელთა, მწვრთნელების, ფიზიოთერაპევტების და სპორტის მენეჯერების მომზადება, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალი კადრების მომზადებაც.

უნივერსტეტი დაარსებულია 1934 წელს, იგი არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. აჟამად აქვს 7 საბაკალავრო, 10 სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა ძირითადად სპორტული მეცნიერებების კუთხით, სადაც სწავლება, კვლევა და პრაქტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვშია მრავალი გამოჩენილი მეცნიერი, მსოფლიო დონის მწვრთნელი და საზოგადო მოღვაწე.

ლსუ-ს მრავალი სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა მიაღწია წარმატებას სპორტში და გახდნენ ჩემპიონები და პრიზიორები ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მათ შორისაა ევროპის ორგზის ჩემპიონი კრივში ალგირდას შოციკასი, მსოფლიო ჩემპიონი კალათბურთში მოდესტას პაულაუსკასი, ოლიმპიური მედლების მფლობელი დისკოს ტყორცნაში - ვირგილიუს ალეკინა და ცნობილი კალათბურთელები ვოლდემარას ხომიჩუსი და რიმანტას კურტინაიტისი.

ლსუ-ში სწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თითოეულ უცხოელ სტუდენტს - სამეცნიერო კვლევების და სპორტული საზოგადოებაში მონაწილეობა ყოველდღიურად მოგცემთ სანტერესო ცოდნას და გამოცდილებას.

უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):


ბაკალავრიატი
  • Physiotherapy (4 years) - €2,300 per year
  • Sports Coaching (4 years) - €3,300 per year
  • Sports and Tourism Management (4 years) - €2,000 per year
  • Physical Activity and Lifestyle (3 years) - €2,000 per year

მაგისტრატურა
  • International Basketball Coaching and Management (with University of Split, Croatia) (2 years) - €3,000 per year
  • Performance Analysis Of Sport with University of Otto von Guericke University Magdeburg (Germany) and Trás-os-Montes and Alto Douro (Portugal) (2 years) - €1,625 per year
  • Tourism and Sports Management (1,5 years) - €2,700 per year
  • Physical Activity And Public Health (2 years) - €2,000 per year
  • Physiotherapy (2 years) - €2,000 per year
  • Sports Physiology And Genetics (2 years) - €1,625 per year
  • Adapted Physical Activity (2 years) - €2,000 per year

სარეგისტრაციო გადასახადი: 100 EUR

ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტს აქვს 12 კეთილმოწყობილი სტუდენტური საცხოვრებელი კაუნასში, სადაც სტუდენტებისთვის არის ერთი და მეტი საწოლიანი ოთახები. საცხოვრებლის საშუალო ფასი თვეში დაახლოებით 100 ევროა (50-დან 140 ევრომდე - დამოკიდებულია ოთახის ტიპზე).

საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 ივლისი.

20

წლიანი მუშაობის გამოცდილება

320

სასწავლო დაწესებულება

54

ქვეყანა მსოფლიოში

3200

კმაყოფილი სტუდენტი

სად გინდა ისწავლო?