Lycamobile ევროპული სიმ-ბარათები

მსოფლიოში პოპულარული და იაფი ზარები, SMS-ები და ინტერნეტი.

Lycamobile-ს სიმ-ბარათი

თუ აპირებთ ხანგრძლივი დროით გამგზავრებას რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, გთავაზობთ შეიძინოთ ამ ქვეყნის Lycamobile-ს ადგილობრივი, უკვე გააქტიურებული სიმ-ბარათი.

მუდმივი და საიმედო

არავითარი როუმინგი! როუმინგში ქართული ნომრით ხანგრძლივი მოგზაურობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გთავაზობთ სრულფასოვან ევროპულ მობილურის ნომერს.

იაფი ზარები, SMS, ინტერნეტი

აეროპორტში ჩასვლისთანავე თქვენ გექნებათ გააქტიურებული იმ ქვეყნის მობილურის ნომერი და შეძლებთ განახორციელოთ იაფი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ზარები, გაგზავნოთ SMS, ისარგებლოთ ინტერნეტით.

ქვეყნები

Lycamobile ფუნქციონირებს მსოფლიოს 22 ქვეყანაში. ამჟამად შეგვიძლია შემოგთავაზოთ Lycamobile-ს სიმ-ბარათები შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ახლო მომავალში დაემატება სხვა ქვეყნებიც.

სიმ-ბარათის ფასი: 5 ლარი. მისი შეძენა შესაძლებელია ჩვენს ოფისში.

გერმანია

 Lycamobile-ს გერმანიის სიმ-ბარათი

პოლონეთი

 Lycamobile-ს პოლონეთის სიმ-ბარათი

საფრანგეთი

 Lycamobile-ს საფრანგეთის სიმ-ბარათი

ჰოლანდია

 Lycamobile-ს ჰოლანდიის სიმ-ბარათი

დიდი ბრიტანეთი

 Lycamobile-ს დიდი ბრიტანეთის სიმ-ბარათი

ირლანდია

 Lycamobile-ს ირლანდიის სიმ-ბარათი

სხვა ქვეყნები მალე დაემატება.

 

ტარიფები



ინსტრუქცია

რით დავიწყოთ

შეგიძლიათ ჩაერთოთ ლაიკამობაილში მარტივად, თუკი შეასრულებთ ქვემოთ მოცემულ მითითებებს:
მოათავსეთ თქვენი Lycamobile სიმ ბარათი თქვენს მობილურ ტელეფონში და ჩართეთ იგი.
შეავსეთ თქვენი Lycamobile ბალანსი.
ახლა უკვე შეგიძლიათ განახორციელოთ ან მიიღოთ ზარები, ასევე მიიღოთ ან გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS).

ბალანსის შევსება

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბალანსის შევსების ვაუჩერები შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივ საცალო გაყიდვების ობიექტებში. ვაუჩერზე დატანილია PIN კოდი.
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ შემდეგ ქვეყნებში:
გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია
ბალანსის შესავსებად შეიყვანეთ:
*131*PIN# და დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს.
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ ნიდერლანდებში (ჰოლანდია), ბალანსის შესავსებად შეიყვანეთ:
*101*PIN# და დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს.

ბალანსის შემოწმება

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ბალანსი ნებისმიერ დროს.
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ შემდეგ ქვეყნებში:
გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია
ბალანსის შესამოწმებლად შეიყვანეთ:
*131# (ან 94#) და დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი არსებული ბალანსი აისახება ეკრანზე.
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ ნიდერლანდებში (ჰოლანდია), ბალანსის შესამოწმებლად შეიყვანეთ:
*101# და დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი არსებული ბალანსი აისახება ეკრანზე.


ხმოვანი ფოსტა

თქვენი ხმოვანი ფოსტის სერვისი ავტომატურად გააქტიურებულია. ხმოვანი ფოსტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:
- მოისმინოთ თქვენთვის დატოვებული შეტყობინებები
- ჩაწეროთ მისასალმებელი შეტყობინება რათა გიცნონ თქვენ ვინც დაგირეკავთ
- მოახდინოთ ხმოვანი ფოსტის თქვენთვის სასურველი პარამეტრების დაყენება
- დააყენეთ თქვენთვის სასურველი ენა
- დააყენეთ თქვენი ხმოვანი ფოსტის დაშვების კოდი, რათა შეძლოთ თქვენს ხმოვან ფოსტაზე წვდომა სხვა ტელეფონებიდან.
ხმოვან ფოსტაზე წვდომა თქვენი ლაიკამობაილიდან
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ შემდეგ ქვეყნებში:
გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი,
დარეკეთ 121 (ან 91#)
თუ სარგებლობთ ნიდერლანდებში (ჰოლანდია),
დარეკეთ 1233
თუ სარგებლობთ ირლანდიაში
დარეკეთ 171

საკუთარი Lycamobile ნომრის ნახვა

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი Lycamobile ნომერი მობილური ტელეფონის ეკრანზე.
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ შემდეგ ქვეყნებში:
გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია
იმისათვის, რომ იხილოთ თქვენი ნომერი შეიყვანეთ:*132#
თუ Lycamobile სიმ-ბარათით სარგებლობთ ნიდერლანდებში (ჰოლანდია), იმისათვის, რომ იხილოთ თქვენი ნომერი შეიყვანეთ: *102#

ინტერნეტის ჩართვა

IPHONE ეპლის ტელეფონებზე
აირჩიეთ Settings => Mobile => გაააქტიურეთ Mobile data
ჩამოდით ცოტა ქვემოთ და აირჩიეთ Mobile Data Network
APN ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
data.lycamobile.pl (პოლონეთი) data.lycamobile.de (გერმანია) data.lycamobile.fr (საფრანგეთი) data.lycamobile.nl (ჰოლანდია) data.lycamobile.uk (დიდი ბრიტანეთი) data.lycamobile.ie (ირლანდია) Username ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
lmpl (პოლონეთი) lmde (გერმანია) lmes (საფრანგეთი) lmnl (ჰოლანდია) lmuk (დიდი ბრიტანეთი) lmie (ირლანდია)
Password ველში ჩაწერეთ: plus

SAMSUNG და SONY ტელეფონებზე
აირჩიეთ Apps => Settings => More Networks => Mobile Networks => Access Point Names
დააჭირეთ + ნიშანს შემდეგ Name ველში ჩაწერეთ Lyca internet
APN ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
data.lycamobile.pl (პოლონეთი) data.lycamobile.de (გერმანია) data.lycamobile.fr (საფრანგეთი) data.lycamobile.nl (ჰოლანდია) data.lycamobile.uk (დიდი ბრიტანეთი) data.lycamobile.ie (ირლანდია)
Username ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
lmpl (პოლონეთი) lmde (გერმანია) lmes (საფრანგეთი) lmnl (ჰოლანდია) lmuk (დიდი ბრიტანეთი) lmie (ირლანდია)
Password ველში ჩაწერეთ: plus

Nokia ტელეფონებზე (Windows ოპ. სისტემა)
აირჩიეთ Settings => Mobile Network => add APN
APN ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
data.lycamobile.pl (პოლონეთი) data.lycamobile.de (გერმანია) data.lycamobile.fr (საფრანგეთი) data.lycamobile.nl (ჰოლანდია) data.lycamobile.uk (დიდი ბრიტანეთი) data.lycamobile.ie (ირლანდია) Username ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
lmpl (პოლონეთი) lmde (გერმანია) lmes (საფრანგეთი) lmnl (ჰოლანდია) lmuk (დიდი ბრიტანეთი) lmie (ირლანდია)
Password ველში ჩაწერეთ: plus
გამორთეთ და ჩართეთ ტელეფონი.

HTC ტელეფონებზე
აირჩიეთ Settings => Mobile data გაააქტიურეთ Mobile data
Access Point Names აირჩიეთ სამი წერტილი (ზედა მარჯვენა კუთხეში)
აირჩიეთ New APN შემდეგ Name ველში ჩაწერეთ: Lyca internet
APN ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
data.lycamobile.pl (პოლონეთი) data.lycamobile.de (გერმანია) data.lycamobile.fr (საფრანგეთი) data.lycamobile.nl (ჰოლანდია) data.lycamobile.uk (დიდი ბრიტანეთი) data.lycamobile.ie (ირლანდია) Username ველში ჩაწერეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი მონაცემი:
lmpl (პოლონეთი) lmde (გერმანია) lmes (საფრანგეთი) lmnl (ჰოლანდია) lmuk (დიდი ბრიტანეთი) lmie (ირლანდია)
Password ველში ჩაწერეთ: plus

კონტაქტი

ჩვენი მისამართია:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41, მე-3 სართული
(მ. "დელისის" მეორე ამოსასვლელი)

ტელ.: +995 555 566 588