სწავლა საზღვარგარეთ

ლაზარსკის უნივერსიტეტი
Lazarski University

ვარშავა, პოლონეთი

ვლაზარსკის უნივერსიტეტი არის საერთაშორისო განათლებაზე ორიენტირებული კერძო სასწავლებელი, რომელშიც სწავლობს 4500–ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. უნივერსიტეტი დაარსდა 1993 წელს, და დაარსების დღიდან აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი განათლების პროგრამის შექმნას, რომელიც ხაზს გაუსვამს უპირველეს ყოვლისა მის მაღალ ხარისხს და პრაქტიკულობას.

უნივერსიტეტს აქვს როგორც ინგლისურენოვანი ისე პოლონურ ენოვანი პროგრამები და გვთავაზობს სამეცნიერო ხარიხსს სამართლის, ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ბუღალტერიის და ფინანსების, ეკონომიქსის და საერთაშორისო ურთიერთოებების კუთხით. თითოეული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შეუძლიათ ასევე აირჩიონ სახვადასხვა სპეციალიზაცია, როგორებიცაა მაგალითად, სისხლის სამართალი და სამოქალაქო სამართალი, ევროპული ადმინისტრირება, სამოგზაურო და ტურიზმის მენეჯმენტი, ელექტრონული ბიზნესი და სხვა. ხარისხის მინიჭებას კურირებს ორი ფაკულტეტი: სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი და ეკონიმიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. უნივერსუტეტს აქვს ასევე მაგისტრატურა, რომელიც გვთავაზობს სპეციალიზირებული ტრეინინგ კურსებს პროფესიონალთათვის სხვადასხვა სფეროში, დაწყებული გარემოს დაცვით და დამთავრებული კინო და ტელე პროდუქციით.

ლაზარსკის უნივერსიტეტმა ასევე დააფუძნა სამი კველვითი ინსტიტუტი, თვითმმართველობის კვლევითი ინსტიტუტი, აშშ–ს ეკონომიკისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ინსტიტუტი და სამოქალაქო სივრცის და საზოგადოებრივი ქცევის ინსტიტუტი, რომლებიც მოწოდებულნი არიან, რათა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცეთ მაღალი დონის სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. ლაზარსკის უნივერსიტეტს აქვს აგერთვე საკუთარი საგამომცემლო სახლი, რომელიც გამოსცემს სხვადასხვა სახის წიგნებს და ჟურნალებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო პროგრამის დახვეწის კუთხით ლაზარსკის უნივერსიტეტმა დაამყარა მჭიდრო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე. ხელი მოეწერა ბილატერალურ ხელშეკრულებებს სამოცდათხუთმეტზე მეტ უნივერსიტეტთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პარტნიორული ურთიერთობა დამყარდა დიდი ბრიტანეთის კოვენტრის უნივერსიტეტთან (Coventry University) და შეიქმნა ერთობლივი ინგლისურენოვანი პროგრამები. ამ პროგრამების მაღალმა ხარისხმა და პერსპექტივამ მოიზიდა სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, და 2011 წელს ინგლისურენოვან პროგრამებზე უცხოელ სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 80 პროცენტს გადააჭარბა. უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა დახმარების ცენტრი, სტაჟირებისა და დასაქმების დეპარტამენტი, სტუდენტური საცხოვრებლის დეპარტამენტი და ასევე სხვა უამრავი სტუდენტური ინიციატივა ერთობლიობაში მოწოდებული არიან. რომ უცხოელმა სტუდენტებმა იგრძნონ ზრუნვა და მხარდაჭერა უნივერსიტეტის მხრიდან, რომ მათ თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სამშობლოში პოლონეთში სწავლის პერიოდში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად შეიქმნა უნივერსიტეტი რომელიც არის, დინამიკური, თანამედროვე და გახსნილი დღევანდელი გამოწვევებისა და ცვლილებებისადმი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, ინოვაციებს, დიდ ყურადღებას აქცევს სტუდნეტთა დახმარებას, რათა მათ შეძლონ კარიერული წინსვლა და პროფესიული დახელოვნება.


კამპუსი

თავდეპირველად, ლაზარსკის უნივერსტიტეტი ქირაობდა საკლასო ოთახებს ვარშავის სხვადსხვა ადგილებში. ამჟამად მას აქვს საკუთარი 20 000 კვ.მ კამპუსი, რომელიც წარმოადგენს რამოდენიმე შენობის ერთობლიობას რომლებიც ქმნიან წრის ფორმას. ეს სტუდენტური კამპუსი მდებარობს ვარშავის ცენტრიდან მეტროს 4 გაჩერებაში და მოიცავს 60 აუდიტორიას 3106 ადგილით. ამათგან ორმოცდაორ აუდიტორიას შეუძლია ერთდროულად დაიტიოს 40 სტუდენტამდე. თვრამეტ აუდიტორიაში შეიძლება განთავსდეს 40 სტუდენტზე მეტი, ხოლო ექვსი მოზრდილი აუდიტორია გათვლილია 100–ზე მეტ სტუდენტზე, და ყველაზე დიდი სალექციო დარბაზი 430 ადგილიანია. ამას გარდა, ლაზარსკის უნივერსიტეტის კამპუსი მოიცავს:
- სრულად აღჭურვილ ბიბლიოთეკას 130 ათასი ნაბეჭდი წიგნით, ელექტრონული ჟურნალითა და პერიოდული გამოცემებით
- 4 კომპიუტერულ ლაბორატორიას
- სამლოცველოს
- სამედიცინო ცენტრს პერსონალისა და სტუდენტებისთვის
- 2 კაფეტერიას
- მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგს

სტუდენტური საცხოვრებლის მხრივ, ლაზარსკის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა არჩევანს დაწყებული „ლაზარსკის სტუდენტური კოტეჯებით“ დამთავრებული ვარშავის კერძო ჰოსტელებით. ამას გარდა, ლაზარსკის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ „პარკ ვოდნის“ საცურაო აუზით, ასევე „ვარშავიანკას“ სპორტ კომპლექსით, გამაჯანსაღებელი, ფიტნეს და აერობიკის კლუბებით, რომლებიც კამპუსის გარეთ მდებარეობენ.

ლაზარსკის უნივერსიტეტი უპირობოდ აღიარებული ლიდერია რეიტინგში არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტებს შორის. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი იკავებს პირველ ადგილს სამართლის ფაკულტეტებს შორის რეიტინგში რომელსაც ადგენს პოლონური გაზეთი „გაზეტა პრავნა“.

ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონიმიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი ასევე შედის პოლონეთში პირველ ათეულში.
1 ადგილი სამართლის ფაკულტეტებში არასახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის რეიტინგში – ზედიზედ მესამე წელია
2 ადგილი ბიზნეს უნივერსიტეტების რეიტინგში მიენიჭა ჟურნალ Home & Market მიერ
2 ადგილი არასახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მიენიჭა გაზეთ Polska The Times მიერ
6 ადგილი რეიტინგში პოლონურ არასახალმწიფო უნივერსიტეტებს შორის (100–მდე უნივერსიტეტიდან)
7 ადგილი მთლიანად პოლონურ სახელმწიფო და არასახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ეკონომიქსის სპეციალიზაციით.

მიმდინარეობს სპეციალობების და ფასების დაზუსტება.



ბაკალავრიატი
  • E-Business (3 years) - €1,800
  • Business Economics (3 years) - €1,800
  • Logistics (3 years) - €1,800
  • Tourism and Travel Management (3 years) - €1,800
  • European Studies (3 years) - €1,800
  • Business Economics (ორმაგი დიპლომი Coventry University, UK) (3 years) - €2,250
  • International Relations and European Studies (ორმაგი დიპლომი Lazarski University + Coventry University, UK) (3 years) - €2,2500

მაგისტრატურა
  • International Business Economics - €1,800 per year
  • European Administration (1,5 years) – €2,500 per year
  • Contemporary Politics (2 years) - €2,500 per year
  • International Business Economics ორმაგი დიპლომი Lazarski University + Coventry University, UK (2 years) - €1,800 per year
  • International Relations - Contemporary Politics ორმაგი დიპლომი Lazarski University + Coventry University, UK (2 years) - €1,800 per year
  • International Relations - European Administration ორმაგი დიპლომი Lazarski University + Coventry University, UK (2 years) - €1,800 per year

სარეგისტრაციო გადასახადი: 150 EUR

ინგლისური ენის ცოდნა:
სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B2 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას TOEFL IBT 65-78 IELTS 5.5-6.0.
თუ აბიტურიენტს არა აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი (TOEFL, IELTS), მაშინ მას ჩაუტარდება უფასო ტესტირება ინტერნეტით და მიეცემა უფლება 1 წლის ვადაში (სწავლის პარალელურად) ჩააბაროს გამოცდა და აიღოს სერტიფიკატი ამავე უნივერსიტეტში.

ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ცხოვრებას ვარშავაში სტუდენტურ საცხოვრებელში. თითოეულ ოთახში შესაძლებელია განთავსდეს 1,2, 3 ან 4 სტუდენტი. ფასები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ოთახების აღჭურვილობაზე, თვეში 160–დან 225 ევრომდე.

საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2021 (სწავლა იწყება ოქტემბერში).

20

წლიანი მუშაობის გამოცდილება

320

სასწავლო დაწესებულება

54

ქვეყანა მსოფლიოში

3200

კმაყოფილი სტუდენტი

სად გინდა ისწავლო?