სწავლა საზღვარგარეთ

SWPS ჰუმანიტარულ-სოციალური უნივერსიტეტი
University of Social Sciences and Humanities (SWPS)

ვარშავა, პოლონეთი

SWPS უნივერსიტეტი პოლონეთში ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც სთავაზობს მაღალ ხარისხიან განათლებას 1996 წლიდან. ძირითადი ფილიალი მდებარეობს ვარშავაში, ასევე აქვს ფილიალები პოლონეთის სხვა ქალაქებში: ვროცლავში, კატოვიცეში, პოზნანში, სოპოტში.

მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესორ-მასწავლებელთა კოლექტივი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ამჟამად უნივერსიტეტში მუშაობს 80 პროფესორი, 54 დოცენტი და 195 მეცნიერებათა კანდიდატი. სტუდენტები რეგულარულად მონაწილეობენ მრავალ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, რომლებიც ძირითადად ფინანსდება ევროკავშირის სხვადასხვა გრანტებით. ეს ყველაფერი ასახულია უამრავ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, რომლებიც დაწერეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა.

უნივერსიტეტმა დაიკავა მე-5 ადგილი იმ ორგანიზაციებს შორის პოლონეთში, რომლებიც ახორციელებენ სოციოლოგიის დარგში კვლევებს. პოლონეთის კერძო უნივერსიტეტებს შორის სოციოლოგიის სწავლებაში ერთ-ერთი ლიდერი სასწავლებელია.

უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):


ბაკალავრიატი
  • English Studies (3 years) - €2,000 per year
  • Management (3 years) - €4,200 per year
  • Psychology (3 years) - €4,700 per year
  • School of Form - Industrial Design (3 years) - €6,000 per year

მაგისტრატურა
  • Applied Social Psychology (2 years) - €5,400 per year
  • Clinical Psychology (2 years) – €5,400 per year
  • English Studies (2 years) - €2,000 per year
  • Management (2 years) - €4,300 per year
  • Psychology (2 years) - €5,400 per year
  • Psychology Of Global Mobility (2 years) - €8,700 per year

სარეგისტრაციო გადასახადი: 20 EUR

ინგლისური ენის ცოდნა:
სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B2 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას TOEFL IBT 65-78 IELTS 5.5-6.0.

ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ცხოვრებას ვარშავაში სტუდენტურ საცხოვრებელში. თითოეულ ოთახში შესაძლებელია განთავსდეს 1,2, 3 ან 4 სტუდენტი. ფასები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ოთახების აღჭურვილობაზე, თვეში 160–დან 225 ევრომდე.

საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2021 (სწავლა იწყება ოქტემბერში).

20

წლიანი მუშაობის გამოცდილება

320

სასწავლო დაწესებულება

54

ქვეყანა მსოფლიოში

3200

კმაყოფილი სტუდენტი

სად გინდა ისწავლო?