კოზმინსკის უნივერსიტეტი
Kozminski University
- დაარსებულია 1993 წ.
- 8 000 სტუდენტი
- 7 ინგლისურენოვანი პროგრამა
- ბაკალავრიატი, მაგისტრატურა
- მიღების ალბათობა : 80%
- საერთაშორისო დიპლომი: დიახ
ნახეთ სხვა უნივერსიტეტები:
ვარშავა,
პოლონეთი
Category :
Management
20 Reviews :
მინიმალური ფასი :
€2,300
კოზმინსკის უნივერსიტეტი დაარსდა 1993 წელს. იგი არის კერძო უმაღლესი სასწავლებელი. უნივერსიტეტმა მოიპოვა როგორც პოლონეთის, ისე საერთაშორისო აკრედიტაცია, ასევე აჩვენა ბრწყინვალე შედეგები გლობალურ და ეროვნულ საგანმანათლებლო რეტინგებში, რაც მეტყველებს მის მიერ შეთავაზებული პროგრამების და სერვისის მაღალ ხარისხზე. ამ ხარისხის გათვალისწინებით კოზმინსკის უნივერსიტეტის დიპლომი საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. უნივერსიტეტი სთავაზობს სხვადასხვა პროგრამებს – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, მათ შორის ინგლისურ ენაზეც.
კამპუსი
კოზმინსკის უნივერსიტეტის კამპუსი გადაჭიმულია 3,4 ჰექტარზე და შედგება სხვადასხვა შენობებისგან. აქ განთავსებულია: აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ოფისები, სალექციო დარბაზები და აუდიტორიები, კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასწავლო ოთახები, შეხვედრების ოთახი, ფიტნეს ცენტრი, წიგნების მაღაზია, საფოსტო ოფისი, კოპირების აპარატები, სტუდენტური სასადილოები და კაფეტერიები. აუდიტორიების და სალექციო დარბაზების 60% აღჭურვილია მაღალი კლასის აპარატურით – ქსელში ჩართული კომპიუტერებით და აუდიო–ვიზუალური მოწყობილობებით, როგორებიცაა პლაზმური ეკრანები და მონიტორები, პროექტორები, ვიდეო და აუდიო ჩამწერები.
უნივერსიტეტს აქვს 6 დიდი აუდიტორია (100–დან 200 კაცამდე) ასევე, 26 სალექციო ოთახი (50–დან 100 ადგილამდე) და 24 სასწავლო კაბინეტი (50 ადგილი). დიდი აუდიტორიები აღჭურვილია აუდიო–ვიზუალური აპარატურით. უნივერსიტეტს აქვს 5 სასემინარო და სადისკუსიო ოთახი, აგრეთვე „სენატის ჰოლი“ (120 ადგილიანი), 4 კომპიუტერული ლაბორატორია და 2 სერვერის ოთახი.
კამპუსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 სტუდენტური სასადილო, 2 კოპირების ოფისი, ბანკომატი, 5 ყავის აპარატი, საფოსტო ოფისი და სხვა. პარკირების ტერიტორია გათვლილია 400 მანქანაზე (სტუდენტებისთვის) და კიდევ დამატებით 70 მანქანის ადგილი აკადემიური პერსონალისთვის.
კამპუსის ტერიტორიაზე არის 1 სათამაშო მოედანი და 2 სპორტული დარბაზი. დამატებით უნივერსიტეტს დაქირავებული აქვს საცურაო აუზი, საუნა, საკალათბურთო და ხელბურთის დარბაზები.
მთავარი შესასვლელი ჰოლი 600 კვ.მ ხშირად გამოყენება არა მარტო სტუდენტთა თავშეყრის და დასვენების ადგილად, არამედ აქ რეგულარულად იმართება აგრეთვე წიგნების გამოფენებიც.
კოზმინსკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ წიგნებს. მთელი კოლექცია შედგება 35 ათასამდე ბეჭდური წიგნისგან, ასევე საჭიროების შემთხვევაში სპეციალური შეთანხმებით ხელმისაწვდომი ხდება ელექტრონულად წიგნები სხვა უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებშიც (მაგალითად, ლუნდის უნივერსიტეტი). უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია 7 კომპიუტერული ლაბორატორია (კლასი) რომელიც მოიცავს საერთო ჯამში 235 პერსონალურ კომპიუტერს.
რეიტინგები და პრიზები
2009 წლიდან კოზმინსკის უნივერსიტეტი დასახელებულია პრესტიჟულ მსოფლიოს ბიზნეს სკოლების რეიტინგში, რომელსაც აქვეყნებს „ფაინენშელ ტაიმსი“. ამ რეიტინგის მიხდვით 2009–2014 წლებში იგი იყო 41–ე ადგილზე ევროპის ბიზნეს სკოლების შორის, 21–ე ადგილზე ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამებს შორის.
კოზმინსკის უნივერსიტეტი ფლობს სერთაშორისო აკრედიტაციას ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა EQUIS, AMBA და AACSB. ეს უკანასკნელი მინიჭებული აქვთ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა იელი და ჰარვარდი.
ბაკალავრიატი
- Bachelor Program in Finance and Accounting – 8900 PLN (2150 €)
- Bachelor Program in Management – 8900 PLN (2150 €)
- ორმაგი დიპლომი DHBW-Mannheim–თან ერთად და სტაჟირება გერმანიაში. 3 სემესტრი მანჰეიმში გერმანია, 3 სემესტრი – პოლონეთში: Double Degree Bachelor Program in Management with Professional Placement in Cooperation with DHBW-Mannheim – 10500 PLN (2500 €)
მაგისტრატურა
- Master Program in Finance – 8900 PLN (2150 €)
- Master Program in Management (full-time) – 8900 PLN (2150 €)
- Master Program in Management (part-time)- 7100 PLN (1700 €)
- ორმაგი დიპლომი ბრედფორდის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) ერთად: Double Degree Master Program in International Business and Management with University of Bradford, UK (full-time) – semester I & II – 14350 PLN (3,475 €), semester III & IV – 8900 PLN (2150 €)
სარეგისტრაციო გადასახადი: 750 PLN (182 €)
ინგლისური ენის ცოდნა:
კოზმინსკის უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის აუცილებელი მოთხოვნა არის ინგლისური ენის ცოდნა. ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL 87, IELTS 6.5, FCE-A,B,C და სხვ.)
ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ცხოვრებას ვარშავაში სტუდენტურ საცხოვრებელში. თითოეულ ოთახში შესაძლებელია განთავსდეს 1,2, 3 ან 4 სტუდენტი. ფასები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ოთახების აღჭურვილობაზე, თვეში 160–დან 225 ევრომდე.
საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2021 (სწავლა იწყება ოქტემბერში).