კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი

აზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლასთან დაკავშირებით

გადახედეთ ჩვენს საიტზე უნივერსიტეტებს და მათ სპეციალობებს. ჯერ შეარჩიეთ ქვეყანა – სადაც გინდათ რომ ისწავლოთ. შემდეგ, შეარჩიეთ უნივერსიტეტი და სასურველი სპეციალობა. ცხადია, ქვეყნების მიხედვით ფასები განსხვავებულია. შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა და თქვენი უცხო ენის ცოდნის დონე.

დიახ, არის – მაგალითად ჩეხეთში უნივერსიტეტებში ჩეხურ ენაზე სწავლება უფასოა. თუ არ იცით ჩეხური ენა, შეძილება ჩეხური ენის მოსამზადებელი კურსის გავლა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საგნებში მისაღები გამოცდების ჩაბარებაც ჩეხურად მოგიწევთ. ფიქრობთ რომ ძნელია? მაშინ სცადეთ ისევ ინგლისურად. ინგლისურენოვანი სწავლება ძვირი სიამოვნებაა, რადგან ლექტორებს ინგლისურად სწავლებაში მეტ ხელფასს უხდიან – ადრე იყო უფასო სწავლება სკანდინავიის ქვეყნებში, მაგრამ როგორც ცნობილია ამ ბოლო დროს მათაც დააწესეს სწავლის გადასახადი (არც თუ ისე მცირე).

უმეტეს უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი (იშვიეთად) ითხოვს საგნებში გამოცდების ჩაბარებას. ეს დამოკიდებულია ასევე არჩეულ სპეციალობაზეც, მაგალითად არქიტექტურის ან ხელოვნების ფაკულტეტებზე ხშირად არის გამოცდები. პირველ ეტაპია პროგრამის შერჩევა, აპლიკაციის გაგზავნა უნივერსიტეტში და მოწვევის მიღება, მეორე ეტაპი არის საელჩოს საბუთების მომზადება და ვიზის მიღება, მესამე დანიშნულების ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ თქვენი ატესტატის (ან დიპლომის) აღიარება, მეოთხე ეტაპი – გამგზავრება.

ეს დამოკიდებულია უნივერსიტეტზე. ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს შიდა ტესტი, ან გასაუბრება ინგლისურ ენაში და ამოწმებს თქვნი ცოდნის დონეს და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიგიღებთ. თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტი (შედარებით უფრო პრესტიჟული) მკაცრად ითხოვს ენის სერტიფიკატს.

მოემზადეთ ინგლისურ ენაში ჩვენს ცენტრში სადაც მოკლე დროში საფუძვლიანად შეგასწავლით ინგლისურ ენას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

როგორც წესი ეროვნული გამოცდების გავლა არ არის აუცილებელი, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის განათლების სამინისტრო (მაგალითად, ლიტვა) დიპლომის აღიარების პროცესში ითხოვს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს.

უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა მოთხოვნები ენის სერტიფიკატზე, ამიტომ პირველ რიგში ამ მოთხოვნებს უნდა გაეცნოთ. IELTS და TOEFL სერთიფიკატებს თითქმის ყველა უნივერსიტეტი აღიარებს, თუმცა მიაქციეთ ყურადღება მინიმალური ქულების რაოდენობას, რომელსაც ითხოვს თქვენი უნივერსიტეტი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ორ სერტიფიკატს აქვს ვადა 2 წელი, რომლის შემდგომ იგი ძალას კარგავს.

დიახ, შეგიძლიათ თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში საათების სხვადასხვა რაოდენობაა. პირველ რიგში უნდა აიღოთ იმ ქვეყნის დროებითი ბინადრობის ნებართვა (ზოგან მუშაობის უფლებაც). გაითვალისწინეთ რომ იმ ქვეყნის ენის ცოდნის გარეშე (მაგალითად, პოლონურის პოლონეთში) გაგიჭირდებათ სამუშაოს შოვნა.

შეკითხვა გაქვთ? მოგვმართეთ!!
რატომ უნდა ვისწავლოთ საზღვარგარეთ?

ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს.... მარჯვნივ ჩამოთვლილია რამოდენიმე მიზეზი..

საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობები

რატომ უნდა ვისწავლოთ საზღვარგარეთ?

საზღვარგარეთ სწავლა გაგიხსნით გზას თქვენი, როგორც პიროვნების განვითარების მხრივ. იგი გაგიყვანთ თქვენს ირგვლივ არსებული გარემოს მიღმა და სხვა თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს და მსოფლიოს.

სხვა ხალხის, მათი ფასეულობებისა და კულტურის ტრადიციების გასაცნობად ერთადერთი საუკეთესო გზა მათთან ერთად ცხოვრებაა. საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას მოგცემთ დაინახოთ საკუთარი კულტურის მსგავსება და განსხვავება სხვა ქვეყნის კულტურასთან და დაგეხმარებათ უფრო მეტად დააფასოთ ორივე მათგანი.

საზღვარგარეთ სწავლა გაგიღებთ კარს მოგზაურობისა და სამყაროს შესწავლისთვის. ირგვლივ მდებარე ქუჩების დათვალიერებიდან დაწყებული, ორგანიზებული ექსკურსიებითა და დამოუკიდებელი მოგზაურობით დამთავრებული, ყველა კუთხეში ნახავთ და აღმოაჩენთ რაღაც ახალს.

რეალური ცხოვრებისეული სირთულეებისთვის მზადება მნიშვნელოვანია. საზღვარგარეთ სწავლას შეუძლია შეავსოს თქვენი აკადემიური კარიერა ბევრად უფრო ფასეული კრედიტების მიღებით, ვიდრე ამას შეიძენდით თქვენს სამშობლოში უნივერსიტეტში სწავლის დროს.

საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას გაძლევთ განიცადოთ „ენაში ჩაძირვის“ (Language Immersion) ეფექტი, რაც ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა უცხო ენის შესწავლისა და გაუმჯობესებისთვის. ენის შესწავლისას როგორც დამწყებნი, ისე მაღალ დონეზე მყოფნი აღიარებენ, რომ 24/7 „ენაში ჩაძირვა“ ხელს უწყობს არსებული ცოდნის სწრაფ გაუმჯობესებას და განვითარებას.

საზღვარგარეთ სწავლა არის ინვესტიცია თქვენს კარიერულ განვითარებაში და დასაქმების ბაზარზე კონკურენტებთან შედარებით იგი მოგცემთ უზარმაზარ უპირატესობას. გლობალიზაციისა და მრავალფეროვანი სამუშაო ძალის პირობებში, დამსაქმებლები აფასებენ საერთაშორისო განათლების მქონე პირებს, რომლებსაც შეუძლიათ კულტურათშორისი კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და გუნდური მუშაობის დემონსტრირება.

Scroll to Top