კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
Kaunas University Of Technology
- დაარსებულია 1922 წ.
- 11 000 სტუდენტი
- 44 ინგლისურენოვანი პროგრამა
- ბაკალავრიატი, მაგისტრატურა
- მიღების ალბათობა : 90%
- საერთაშორისო დიპლომი: დიახ
ნახეთ ლიტვის სხვა უნივერსიტეტები:
კაუნასი,
ლიტვა
Category :
Technology
20 Reviews :
მინიმალური ფასი :
€2,954
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ლიტვაში რეიტინგით არის N2 და N1 ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. დაარსების წელი 1922. სტუდენტთა საერთო რაოდენობა 11 ათასი, რომელთაგან 8% უცხოელია.
უნივერსიტეტის სთავაზობს მრავალ პროგრამას ინგლისურ ენაზე, ასევე მათთვის ვინც ინგლისური სათანადოდ არ იცის, შეუძლია გაიაროს ინგლისურ ენაში მოსამზადებელი პროგრამა. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები არ არის (გარდა არქიტექტურის ფაკულტეტისა).
უნივერსიტეტს აქვს 19 ლაბორატორია, 12 სპორტული ცენტრი (სხვადასხვა სახეობებისთვის), 6 ხელოვნების წრე (მუსიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია და სხვ.), ფუნქციონირებს 30-ზე მეტი სტუდენტური ორგანიზაცია.
სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა სტენფორდი (აშშ) და აალტო (ფინეთი), ასევე აქტიურად არიან ჩართული ცნობილ საერთაშორისო ასოციაციებში, როგორიცაა EUA, SEFI და CESAER, საერთო ჯამში KTU ხელს უწყობს ცოდნის დინამიურ გადაცემით საზოგადოების ჩამოყალიბებას.
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სათავეს იღებს ლიტვის უნივერსიტეტიდან, რომელიც დაარსდა 1922 წლის 16 თებერვალს კაუნასში, როდესაც გადაკეთდა უმაღლესი კურსები, რომლებიც დაარსდა 1920 წლის 27 იანვარს.
1930 წელს ლიტვის უნივერსიტეტს დაერქვა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, 1940 წელს კაუნასის უნივერსიტეტი, 1941 წლის ზაფხულში ვიტაუტას მაგნუსის სახელი დაუბრუნდა უნივერსიტეტს, 1944 წელს მას ეწოდა ვიტაუტას მაგნუსის ეროვნული უნივერსიტეტი კაუნასში, 1946 წელს – კაუნასის ეროვნული უნივერსიტეტი.
1950 წელს, მას შემდეგ რაც მედიცინის ფაკულტეტი გამოეყო კაუნასის ეროვნულ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი გადაკეთდა კაუნასის პოლიტექნიკურ ინსტიტუტად, რომელიც გახდა კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ლიტვის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ 1990 წლის 31 ოქტომბერს.
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მისიაა სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო დონის სწავლის უზრუნველყოფა; ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების გენერირება და გადაცემა საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისა და ინოვაციების გავრცელებისთვის; შექმნას გარემო, რომელიც იქნება ღია და შთამაგონებელი ნიჭიერი ადამიანებისა და ლიდერული თვისებების მქონე ადამიანებისთვის; ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და ეროვნული კულტურის განვითარებას.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):
2025 წლის შემოდგომის სემესტრი (სწავლა იწყება 1 სექტემბერს 2025)
ბაკალავრიატი
- Applied Chemistry (4 years) – €3,836 per year
- Architecture (5 years) – €5,204 per year
- Artificial Intelligence (4 years) – €3,836 per year
- Automation and Control (4 years) – €3,836 per year
- Aviation Engineering (4 years) – €3,836 per year
- Biomedical Materials Industries (4 years) – €3,836 per year
- Business Digitalization Management (4 years) – €2,954 per year
- Chemical Technology and Engineering (4 years) – €3,836 per year
- Communication Studies and Information Management Technologies (3 years) – €2,954 per year
- Electrical Engineering (4 years) – €3,836 per year
- Electronics and Electrical Engineering (3 years) – €3,836 per year
- Fashion Engineering (4 years) – €3,836 per year
- Food Science and Technology (4 years) – €3,836 per year
- Industrial Biotechnology (4 years) – €3,836 per year
- Industrial Engineering (4 years) – €3,836 per year
- Informatics (4 years) – €3,836 per year
- Intelligent Robotics Systems (4 years) – €3,836 per year
- Materials Physics and Nanotechnologies (4 years) – €3,836 per year
- Mechanical Engineering (4 years) – €3,836 per year
- Mechatronics (4 years) – €3,836 per year
- New Media Language (4 years) – €2,954 per year
- Public Governance and Civil Society (4 years) – €2,954 per year
- Renewable Energy Engineering (4 years) – €3,836 per year
- Transport Electronics (4 years) – €3,836 per year
მაგისტრატურა
- Accounting and Auditing (2 years) – €4,384 per year
- Aeronautical Engineering (2 years) – €5,266 per year
- Applied Chemistry (2 years) – €5,266 per year
- Artificial Intelligence in Computer Science (2 years) – €5,266 per year
- Biomedical Engineering (2 years) – €5,266 per year
- Chemical Engineering (2 years) – €5,266 per year
- Construction Management (1,5 years) – €5,266 per year
- Control Technologies (2 years) – €5,266 per year
- Data Science and Artificial Intelligence (1,5 years) – €5,266 per year
- Electrical Power Engineering (2 years) – €5,266 per year
- Electronics Engineering (2 years) – €5,266 per year
- Energy Technologies and Economics (2 years) – €5,266 per year
- Environmental Engineering (2 years) – €5,266 per year
- Fashion Innovation Technologies (1.5 years) – €5,266 per year
- Food Science and Nutrition (2 years) – €5,266 per year
- Industrial Biotechnology (2 years) – €5,266 per year
- Industrial Engineering and Management (2 years) – €5,266 per year
- International Business (2 years) – €4,384 per year
- Materials Physics (2 years) – €5,266 per year
- Mechanical Engineering (2 years) – €5,266 per year
- Mechatronics (2 years) – €5,266 per year
- Medical Physics (2 years) – €5,266 per year
- Medicinal Chemistry (2 years) – €5,266 per year
- Public Policy and Security (1.5 years) – €4,384 per year
- Structural and Building Products Engineering (1.5 years) – €5,266 per year
- Sustainable and Energy Efficient Buildings (1.5 years) – €5,266 per year
- Sustainable Management and Production (2 years) – €5,266 per year
- Translation and Post-Editing of Technical Texts (2 years) – €5,266 per year
- Vehicle Engineering (2 years) – €5,266 per year
სარეგისტრაციო გადასახადი: 100 EUR
ჩარიცხვის პირობები:
minimum average grade (CGPA) > 60%
ინგლისური ენის ცოდნა:
ბაკალავრიატი: IELTS ≥5.5, TOEFL ≥75, CEFR ≥B2, IESOL B2, Graduate Record Examinations (GRE), PTE
მაგისტრატურა: IELTS ≥6.0, TOEFL ≥85, CEFR ≥C1, IESOL C1, GRE, PTE
თუ საშუალო სკოლა ან ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე გაქვთ დამთავრებული, მაშინ სერტიფიკატი არ არის აუცილებელი.
ინგლისური ენის სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია შიდა ტესტის ჩაბარება.
ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტს აქვს 12 კეთილმოწყობილი სტუდენტური საცხოვრებელი კაუნასში, სადაც სტუდენტებისთვის არის ერთი და მეტი საწოლიანი ოთახები. საცხოვრებლის საშუალო ფასი თვეში დაახლოებით 100 ევროა (50-დან 140 ევრომდე – დამოკიდებულია ოთახის ტიპზე).
საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 30 ივნისი 2024.
სწავლის დაფინანსება:
– ლიტვის მთავრობის გრანტი;
– წარმატებული სტუდენტის სტიპენდია (76 ევრო თვეში – 1 სემესტრის განმავლობაში) – ეძლევა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სწავლის შედეგების მიხედვით (GPA).
– ერთჯერადი წამახალისებელი სტიპენდია (დეკანის გადაწყვეტილებით 114 ევრო ან რექტორის გადაწყვეტილებით 304 ევრო) – ეძლევა სოციალურად აქტიურ სტუდენტს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისათვის.
– რექტორის წამახალისებელი სტიპენდია სწავლასა და კვლევაში (190 ევრო თვეში, 1 სემესტრის განმავლობაში).
– ერთჯერადი მიზნობრივი სტიპენდია – კონფერენციებსა, სემინარებში ან რაიმე ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
– კომპანიებისა და სპონსორების სტიპენდია – 290 დან 3475 ევრომდე ეძლევა ნიჭიერ სტუდენტებს (დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე).
– ერთჯერადი სოციალური სტიპენდია (152 ევრო ან მეტი) ეძლევა დახმარების სახით სტუდენტს (სერიოზული ავადმყოფობის, ან ოჯახის წევრის დაკარგვის, ან სხვა გაჭირვების შემთხვევაში).