ჩვენთან, საზღვარგარეთ სწავლის სააგენტოში მოდის ბევრი მსურველი, რომლებსაც სურთ საქართველოს ამა თუ იმ უნივერსიტეტიდან გადასვლა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და სწავლის იქ გაგრძელება. რამდენად შესაძლებელია ეს?
სამწუხაროდ, სტუდენტთა მობილობა ქვეყნებს შორის საკმაოდ რთულია – გაითვალისწინეთ რაოდენ დიდი განსხვავებაა ჩვენს განათლების სისტემასა და მათ შორის – სწავლების ენა (აქ ქართული – იქ დავუშვათ, ინგლისური ან სხვა), სპეციფიური საგნები, შესაძლოა მსგავსი სპეციალობა არ ჰქონდეთ და სხვა სპეციალობა შესთავაზონ და ა.შ. აქედან გამომდინარე სტუდენტი კარგავს ძვირფას წლებს – მაგალითად, აქაური მე-3 კურსელი შეიძლება იქ პირველ კურსზე მიიღონ (თუკი საკმარისი რაოდენობის საგნები არ დაემთხვა).
თეორიულად, ქვეყნებს შორის მობილობა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი ხდება ინდივიდუალურად. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაგალითად როგორც წესი ევროპის სამედიცინო უნივერსიტეტები არ იღებენ მობილობით მე-3 სემესტრის შემდეგ. ამასთან, თუ შევხედავთ რომელი კურსიდან გიწევთ გადასვლა: მაგალითად საქართველოში მე-4 კურსელი – პოლონეთში მე-4 კურსზე ვერ გადავა, იმ უბრალო მიზეზით რომ იქ ბაკალავრიატი მხოლოდ 3 წლიანია.
უცხოურ უნივერსიტეტებს ურჩევნიათ მიიღონ სტუდენტები ბაკალავრიატზე სულ თავიდან პირველ კურსზე ან ე.წ. აკადემიური წყვეტის შემდგომ – ანუ მაგისტრატურაზე.
ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება: აბიტურიენტებო, თუ თქვენი სურვილია საზღვარგარეთ სწავლა – სკოლის დამთავრების შემდეგ ნუ ჩააბარებთ საქართველოს უნივერსიტეტებში, არამედ პირდაპირ ჩააბარეთ საზღვარგარეთის სასწავლებელში. პრაქტიკულად ეს უფრო მარტივია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
მრავალ საგანში მომზადების ნაცვლად (ქართული, მათემატიკა, ქიმია და სხვები) რომელიც საჭიროა აქ ეროვნული გამოცდებისთვის საზღვარგარეთის უნივერსიტეტი თქვენგან ითხოვს ძირითადად მხოლოდ უცხო ენის (ინგლისური ან სხვა ენა) ცოდნას (გარდა სამედიცინო და არქიტექტურული სპეციალობების), ამიტომ მოემზადეთ მხოლოდ უცხო ენაში და ამით დაზოგავთ თქვენს დროს და მშობლების თანხებსაც.
მერე უკვე როცა საზღვარგარეთ საბუთების გადატანის სურვილი გაგიჩნდებათ შესაძლებელია ეს პროცესი მარტივად ვერ წარიმართოს და მოგიწიოთ ბაკალავრიატის დასრულება საქართველოში.
ასევე, ვურჩევდით მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს – საზღვარგარეთის სასწავლებელში საბუთები შეიტანონ ბაკალავრიატის დამთავრების შემდგომ (დიპლომის აღებას ნუ დაელოდებით), რადგან არ დაირღვეს საბუთების შეტანის ვადები.