დაფინანსება არის ინდივიდუალური ანუ დამოკიდებულია პიროვნებაზე (ვინც აბარებს) და უნივერსიტეტზე (ზოგს აქვს, ზოგს არა შიდა დაფინანსება ჯერ ეს უნდა გაარკვიოთ დაფინანსების საკითხი კონკრეტულად იმ უნივერსიტეტში სადაც აბარებთ).
ასევე აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და მთავრობები და ფონდები – აქაც ძალიან ბევრი ვარიანტები არსებობს და არის ბევრი სამთავრობო და საელჩოების ვებ-საიტები სადაც ეს ინფორმაცია არის და ინდივიდუალურად უნდა ყველა ამ ზღვა ინფორმაციაში გარკვევა (რაც სულ რომ არაფერი, დიდ დროს და ნერვებს მოითხოვს)….
და კიდევ უნდა გავითვალისწინოთ პიროვნების აკადემიური და საზოგადოებრივი აქტივობა – მოკლედ რომ თქვათ – მიღწევები – ანუ ენის ცოდნის დონე და აღიარებული საერთაშორისო ენის სერტიფიკატის ქონა და ქულები, GPA, სხვა სერტიფიკატები, მაღალი აკადემიური მოსწრება, საზოგადოებრივი აქტივობა, კონფერენციებში მონაწილეობის დიპლომები, გამოცემული შრომები, წიგნები და ასე შემდეგ – ესაა მინიმალური მოთხოვნები დაფინანსებაზე. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ დაფინანსებას ყველას არ ურიგებენ და რომ გაიმარჯვოთ ამისათვის უნდა გქონდეთ დაგროვილი “ცოდნის კაპიტალი და რაც შეიძლება ბევრი სერტიფიკატი” (საშუალოდ იღებს დაახლოებით 5 %)…
ზოგჯერ სრული დაფინანსება არ არის, ან ეხება კონკრეტულად ამა თუ იმ სპეციალობებს, ანუ კონკრეტულად რომელიღაც ენაზე სწავლებას (მაგალითად თურქულად, ლიტვურად, პოლონურად, ჩინურად და სხვა) ან სწავლების საფეხურს (მაგალითად, შეიძლება ეხებოდეს მაგისტრატურას და არ ეხებოდეს ბაკალავრს)…. და ასე შემდეგ, ნუ ათასნაირი ვარიანტი არსებობს და ყველა დაფინსასების პროგრამას აქვს საკუთარი, ინდივიდუალური მოთხოვნები, შესაბამისად ყველა ამ ვარიანტს უნდა ინდივიდუალურად შესწავლა…. ანუ ვიღაც უნდა დაჯდეს და ეს ყველაფერი, რაც ზემოთ წერია მოიძიოს და გაანალიზოს.
და კიდევ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინეთ – დაფინანსებაზე ვისაც შეაქვს საბუთები, ყველა ვერ იღებს მას, ანუ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოძიების და საბუთების ჩაბარების შემდგომ საერთოდ მიიღებთ დაფინანსებას (ან თუნდაც ნაწილს) სასურველი რაოდნობით) …
ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სწავლის თანხას და ცხოვრების ხარჯს, რომ დაფინანსების მოპოვებას და გამოყენებას საერთოდ აზრი ჰქონდეს, მაგალითად, თუ სწავლა აშშ-ს უნივერსიტეტში წელიწადში ღირს 45 ათასი დოლარი, და გიფინანსებენ 5 ათასს ან თუნდაც 10 ათასს, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, შევძლებთ კი დარჩენილი თანხის ანუ ყოველწლიურად 35-40 ათასის გადახდას?