კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ლიტვაში რეიტინგით არის N2 და N1 ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. დაარსების წელი 1922. სტუდენტთა საერთო რაოდენობა 11 ათასი, რომელთაგან 8% უცხოელია.
უნივერსიტეტის სთავაზობს მრავალ პროგრამას ინგლისურ ენაზე, ასევე მათთვის ვინც ინგლისური სათანადოდ არ იცის, შეუძლია გაიაროს ინგლისურში მოსამზადებელი პროგრამა. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები არ არის (გარდა არქიტექტურის ფაკულტეტისა).
უნივერსიტეტს აქვს 19 ლაბორატორია, 12 სპორტული ცენტრი (სხვადასხვა სახეობებისთვის), 6 ხელოვნების წრე (მუსიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია და სხვ.), ფუნქციონირებს 30-ზე მეტი სტუდენტური ორგანიზაცია.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):
სარეგისტრაციო გადასახადი: 100 EUR
ჩარიცხვის პირობები:
minimum average grade (CGPA) > 60%
ინგლისური ენის ცოდნა:
ბაკალავრიატი: FCE or CAE, IELTS 5.5+ or TOEFL 69+
მაგისტრატურა: IELTS 6.0+, TOEFL IBT 85+ or CEFR C1+ სერტიფიკატი აუცილებელია.
თუ საშუალო სკოლა ან ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე გაქვთ დამთავრებული, მაშინ სერტიფიკატი არ არის აუცილებელი.
ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტს აქვს 12 კეთილმოწყობილი სტუდენტური საცხოვრებელი კაუნასში, სადაც სტუდენტებისთვის არის ერთი და მეტი საწოლიანი ოთახები. საცხოვრებლის საშუალო ფასი თვეში დაახლოებით 100 ევროა (50-დან 140 ევრომდე - დამოკიდებულია ოთახის ტიპზე).
საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 ივლისი..
სწავლის დაფინანსება:
- ლიტვის მთავრობის გრანტი;
- წარმატებული სტუდენტის სტიპენდია (76 ევრო თვეში - 1 სემესტრის განმავლობაში) - ეძლევა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სწავლის შედეგების მიხედვით (GPA).
- ერთჯერადი წამახალისებელი სტიპენდია (დეკანის გადაწყვეტილებით 114 ევრო ან რექტორის გადაწყვეტილებით 304 ევრო) - ეძლევა სოციალურად აქტიურ სტუდენტს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისათვის.
- რექტორის წამახალისებელი სტიპენდია სწავლასა და კვლევაში (190 ევრო თვეში, 1 სემესტრის განმავლობაში).
- ერთჯერადი მიზნობრივი სტიპენდია - კონფერენციებსა, სემინარებში ან რაიმე ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
- კომპანიებისა და სპონსორების სტიპენდია - 290 დან 3475 ევრომდე ეძლევა ნიჭიერ სტუდენტებს (დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე).
- ერთჯერადი სოციალური სტიპენდია (152 ევრო ან მეტი) ეძლევა დახმარების სახით სტუდენტს (სერიოზული ავადმყოფობის, ან ოჯახის წევრის დაკარგვის, ან სხვა გაჭირვების შემთხვევაში).
წლიანი მუშაობის გამოცდილება
სასწავლო დაწესებულება
ქვეყანა მსოფლიოში
კმაყოფილი სტუდენტი