სწავლა საზღვარგარეთ

Advanced Placement

Advanced Placement (AP) – წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას რომელიც გამიზნულია ამიერიკისა და კანადის სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეთათვის. Advanced Placement შემუშავებული იქნა „უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს“ (the College Board) მიერ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. პროგრამა AP პირველად იქნა აპრობირებული რამოდენიმე ამერიკული სკოლის მიერ მსხვილი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, როგორებიცაა ჰარვარდის, პრინსტონის და იელის უნივერსიტეტები. 1952 წელს Advanced Placement–ის პირველადი შედეგების არსებობისთანავე გამოქვეყნდა მასალები ამ პროგრამის შესახებ. Advanced Placement პროგრამის ფარგლებში მაღალი კლასების მოსწავლეებს შესთავაზეს მაპროფილებელი საგნების გავლა იმ უნივერსიტეტის პროგრამით, რომელშიც აპირებდნენ ჩაბარებას და მათ სწავლების ბოლოს ასევე უნდა ჩებარებინათ გამოცდები. ამგვარად, სტუდენტს რომელიც სწავლობს Advanced Placement პროგრამით შესაძლებლობა აქვს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე გაიაროს პირველი ორი სემესტრის მასალა, დააგროვოს სასწავლო კრედიტები საგნების მიხედვით, ჩააბაროს გამოცდები და მიიღოს ქულები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უმაღლესში ჩაბარების და სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

პროგრამა Advanced Placement შედგება კურსისგან 21 საგნის მიხედვით. სტუდენტები ირჩევენ რამოდენიმე საგანს შემოთავაზაბული სიიდან და სწავლობენ უფრო გაღრმავებულად. საგნების ჩამონათვალში შეიძლება იყოს მაგალითად უცხო ენა, ზოგადი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, ინფორმატიკა, მათემატიკა, სოციოლოგია. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ შესწავლილი საგნების მიხედვით ბარდება წერითი გამოცდა.

Advanced Placement–ის გამოცდები მიმდინარეობს ტესტების ფორმით, რომლებიც ფასდება ხუთბალიანი სისტემით, სადაც 5– უმაღლესი ქულაა, ხოლო 1 – ყველაზე დაბალი. გამოცდების შედეგები ეგზავნება უნივერსიტეტს აბიტურიენტის სხვა საბუთებთან ერთად. AP პროგრამის გავლა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო ისე კერძო სკოლებსა და კოლეჯებში. სკოლის მოსწავლეებს უფლება ეძლევათ ჩააბარონ AP–ის გამოცდები მე–11, მე–12 და მე–13 კლასებში.