სწავლა საზღვარგარეთ

A-level

საგანმანათლებლო პროგრამა გამიზნული A-level სერთიფიკატის მისაღებად წარმოადგენს 2 წლიან მოსამზადებელ პროგრამას დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. განკუთვნილია 16–17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეთათვის, რომლებიც სკოლაში გადიან 12–13 წლიან სწავლებას. სტუდენტს შეუძლია გაგზავნოს A-level გამოცდების შედეგები არა უმეტეს 5 უნვერსიტეტში სპეციალური ცენტრალიზებული სამსახურის (UCAS) საშუალებით, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ბრიტანეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩაბარების მსურველთა განაცხადებს.

A-level პროგრამის ხასიათი განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ რომელ სპეციალობას ირჩევს სტუდენტი მომავალში უნივერსიტეტში სწავლისას – სხვადასხვა სპეციალობებზე სხვადასხვა საგნების ჯგუფი შეისწავლება. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ირჩევენ 4–5 საგანს, რომელთაგან 2 საგანი (მათემატიკა და ინგლისური) არის სავალდებულო. სწავლება მიმდინარეობს 2 ეტაპად. პირველ ეტაპს ეწოდება Advanced Subsidiary (AS) level და მოიცავს სწავლების პირველ წელიწადს – ამ დროს შეისწავლება 2–3 საგანი და დასრულებისას ბარდება გამოცდები (როგორც წესი, მათემატიკა და ინგლისური). მეორე ეტაპზე (A2 Level) სტუდენტები შეისწავლიან დამატებით 2–3 საგანს და ასევე აბარებენ გამოცდებს სწავლის დასრულებისას. გამოცდების შედეგები ფასდება ხუთბალიანი სისტემით: უმაღლესი შეფასებაა – “A”, ყველაზე დაბალი კი – “Е”.