სწავლა საზღვარგარეთ

GRE

GRE (Graduate Record Examinations) – წარმოადგენს გამოცდას ტესტის სახით, რომელიც აუცილებელია სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარებისას აშშ–ის უმაღლეს სასწავლებლებში. GRE–ს შედეგები ასევე საჭროა მაგისტრატურასა და დოქტურატურაში მოსახვედრად კანადისა და ავსტრალიის მრავალ უმაღლეს საწავლებელში. ტესტის დავალებები საკმარისად რთულია, ამიტომ მის ჩაბარებას ურჩევენ Advanced ან უფრო მაღალ დონეზე ენის მცოდნეებს. GRE–ს სტრუქტურაში გამოიყოფა ორი ჯგუფის ტესტები: General Test (ზოგადი ტესტი) და საგნობრივი ტესტები – Subject Tests. კანდიდატს შეუძლია აირჩიოს ერთ–ერთი მათგანი სურვილის მიხედვით.


ზოგიერთი ფაქტი

General Test–ში მოწმდება კანდიდატის ვერბალური, მათემატიკური და ანალიტიკური შესაძლებლობები. Subject Tests–ის საშუალებით ხდება კანდიდატის კვალიფიკაციის შეფასება ამა თუ იმ სფეროში გარკვეული ცოდნის კუთხით. GRE–ს ტესტები სტანდარტიზირებულია და საშუალებას იძლევა ერთმანეთთან შედარდეს სხვადასხვა პროგრამების და სხვადასხვა ინსტიტუტების კურსდამთავრებულთა შედეგები. ამას გარდა, „ნახევარქულების“ სისტემის მეშვეობით შეიძლება ვიმსჯელოთ მოცემულ საგანში აბიტურიენტის მომზადების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.


გამოცდის ფორმატი

GRE–ს ზოგადი ტესტები შედგება სამი ნაწილისაგან: ვერბალური, მათემატიკური და ანალიტიკური.

ვერბალური ნაწილი მოიცავს 30 კითხვას, რომლის საშუალებითაც მოწმდება წაკითხული მასალის ანალიზის უნარი, წინადადების შემადგენელ ნაწილებს შორის ურთიერთკავშირი. დასმული კითხვების თემა ეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. პირველი ნაწილის შესრულებაზე გამოყოფილი დრო შედგენს 30 წუთს.

მათემატიკური ნაწილი მოიცავს 28 კითხვას და ეხება ძირითადი მათემატიკური კონცეფციების ცოდნას, მტკიცებულებებს და ამოცანების გადაწყვეტას. მის შესრულებაზე გამოყოფილია 45 წუთი.

ანალიტიკური ნაწილი შედგება ორი წერითი დავალებისაგან: Issue Task და Argument Task. გამოცდის ამ ნაწილში მოწმდება კანდიდატის უნარი არგუმენტაციის, ანალიზის, მიზეზ–შედეგობრივი კავშირების, დასკვნების ჩამოყალიბების კუთხით. Issue Task დავალების შესასრულებლად გამოყოფილია 45 წუთი, ხოლო Argument Task–სთვის – 30 წუთი.

GRE–ს საგნობრივი ტესტები ტარდება 8 დისციპლინის მიხედვით, რომელთა შორის არის: ბიოქიმია, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა და ფსიქოლოგია. დავალებები მოცემულია ტესტების სახით. გამოცდის ხანგრძლივობა საგნობრივ ტესტში შეადგენს 2 საათსა და 50 წუთს.

როგორ ფასდება შედეგები

საბოლოო ქულები ჯამდება ტესტის სამი შემადგენელი ნაწილის მიხედვით:

- ვერბალური ნაწილი: 200–დან 800 ქულამდე;
- მათემატიკური ნაწილი: 200–დან 800 ქულამდე;
- ანალიტიკური ნაწილი: 0–დან 6 ქულამდე.

ზოგადი ტესტის შედეგები ჩატარებიდან 10–15 დღის შემდეგ ელექტრონული ფოსტით იგზავნება 4 სასწავლო დაწესებულებაში, რომლებსაც თქვენ უთითებთ ტესტირების დაწყებამდე.

საგნობრივი ტესტები ფასდება 200–დან 900 ქულამდე. ტესტები უჯრედულ და მოლეკულურ ბიოლოგიაში, ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში ფასდება 20 დან 99 ქულამდე. საგნობრივი ტესტების გასწორების დრო შეადგენს 4–6 კვირას. რის შემდეგაც შედეგები ასევე იგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ 4 უმაღლეს სასწავლებელში.

GRE–ს ადმინისტრირებას და გამოცდის შედეგების დაგზავნას, ისევე როგორც TOEIC, TOEFL და კიდევ სხვა გამოცდების ტესტირებას, ახორციელებს ორგანიზაცია სახელწოდებით Educational Testing Service.


GRE–ს ოფიციალური საიტი: http://www.ets.org/gre/