სწავლა საზღვარგარეთ

FCE

ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა

Cambridge ESOL exams - კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცდები – ინგლისური ენის ყველაზე პოპულარული საერთაშორისო გამოცდებია მთელს მსოფლიოში.


ზოგიერთი ფაქტი

კემბრიჯის გამოცდების ჩაბარების პროცესში დგინდება ენის ცოდნის ზოგადი კომპეტენცია, უნარ–ჩვევები კითხვის, წერის, საუბრის და აუდირების მიმართულებით. გამოცდებს არა აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა, მათი ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის.

Cambridge ESOL გამოცდების შედეგები აღიარებულია ბიზნეს–საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტების, სამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული საგანმანათლებლო სტრუქტურების მიერ.

ზოგიერთი ფაქტი

ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აბარებს კემბრიჯის გამოცდებს და იღებს საერთაშორისო დონის კვალიფიკაციას. კემბრიჯის გამოცდის სერთიფიკატი არის უვადო და არ საჭიროებს ხელახლა ჩაბარებას.

გამოცდის ფორმატი

Cambridge ESOL exams შედგება ხუთი ტესტისგან (KET, PET, FCE, CAE, CPE), რომელთაგან თითოეული გათვლილია გამოსაცდელი პიროვნების ცოდნის შესაფერისი დონისათვის.

KET (Key English Test) ამოწმებს ინგლისურის ფლობის საბაზისო დონეს (Pre-Intermediate). KET გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: წაკითხვა და წერა, მოსმენა, საუბარი.
PET (Preliminary English Test) გულისხმობს ინგლისური ენის ფლობას Intermediate დონეზე, ანუ საბაზისოზე უფრო მაღლა. ტესტირების ეტაპები: წაკითხვა და წერა, მოსმენა, საუბარი.
FCE (First Certificate in English) – ამ ჯგუფიდან ყველაზე უფრო პოპულარული საერთაშორისო გამოცდაა – გათვლილია B2 ცოდნის მქონე კანდიდატზე. გამოცდა შედგება ხუთი ნაწილისაგან: კითხვა, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და საუბარი.
CAE (Certificate in Advanced English) – გათვლილია მაღალი დონის ცოდნის მქონე კანდიდატებისთვის. ტესტირების ეტაპები: კითხვა, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და საუბარი.
CPE (Certificate of Proficiency in English) – უმაღლესი საფეხურის გამოცდაა, გულისხმობს ენის ცოდნას თითქმის როგორც მშობლიური.


ოფიციალური საიტი - http://www.cambridgeesol.org/exams/