სწავლა საზღვარგარეთ

SAT

SAT Reasoning Test (Scholastic Aptitude Test ან Scholastic Assessment Test), თარგმანში ნიშნავს «სასკოლო შეფასების ტესტი» – ეს არის სტანდარტიზირებული გამოცდა ტესტის ფორმით, რომელიც გათვალისწინებულია აშშ–ის უნივერსიტეტებში მისაღებად. SAT–ის შედეგები ადასტურებს სტუდენტის მზადყოფნას უნივერსიტეტში სწავლაზე და იგი წარმოადგენს ერთგვარ დანამატს სასკოლო ატესტატის ქულებზე.

არსებობს გამოცდის ორი ვარიანტი:
SAT I (reasoning test) გულისხმობს ზოგადი ცოდნის შეფასებას. ეს გამოცდა გრძელდება სამი საათი და მოიცავს კითხვებს რამოდენიმე ვარიანტიანი პასუხებით. გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: მათემატიკა, წაკითხულის ანალიზი და თხზულება. SAT II (subject test) მიმართულია კონკრეტულად რომელიმე ერთი საგნის ცოდნის შესაფასებლად. SAT-II გრძელდება 1 საათი და შედგება ტესტის კითხვებისაგან რომლიმე საგნის სფეროდან რამოდენიმე ვარიანტიანი პასუხებით. აშშ–სა და კანადის უნივერსიტეტები მოითხოვენ SAT გამოცდის ჩაბარებას ერთ–ერთ ან რამოდენიმე პროფილურ საგანში.


ზოგიერთი ფაქტი

SAT–ის გამოცდა პირველად შემოიტანეს 1901 წელს. მას შემდეგ მისი სახელწოდება და ქულების დათვლის სისტემა არაერთხელ შეიცვალა. გამოცდის ღირებულება აშშ–ში შეადგენს 43 დოლარს აშშ–ს მოქალაქეთათვის და 73 დოლარს უცხოელთათვის. SAT აშშ–ში ტარდება წელიწადში 7–ჯერ: ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, მარტში ან აპრილში, მაისში და ივნისში. სხვა ქვეყნებში ტესტი ტარდება მიახლოებით იმავე დროს.


გამოცდის ფორმატი

გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: ტექტის ანალიზი, მათემატიკა და წერა. «ტექსტის ანალიზი» თავის მხრივ სამი ნაწილისაგან შედგება. მასში გვხვდება ისეთი დავალებები, როგორებიცაა, წინადადების დასრულება, გამოტოვებული სიტყვების აღდგენა, კითხვების დასმა წაკითხული ტექსტის მიხედვით. პირველი ორი დავალების შესასრულებლად გამოყოფილია 25 წუთი, მესამეზე 20 წუთი.

ნაწილი «მათემატიკა» ასევე შედგება სამი ნაწილისაგან, რომელთა შესრულებაზეც გამოყოფილია შესაბამისად 25, 25 და 20 წუთი. კითხვები, ძირითადად, შედგენილია ტესტის ფორმით. მათემატიკურ ნაწილში გამოიყენება სამი ჯგუფის კითხვები. Standard Multiple-choice – ეს არის სტანდარტული ამოცანები. საჭიროა ამოცანის ამოხსნა და შემოთავაზებული პასუხებიდან სწორი პასუხის ამორჩევა. Quantitative Comparison ტიპის ამოცანებში მოცემულია ორი სიდიდე. საჭიროა მათი შედარება ერთმანეთთან: ტოლია, ერთი მეტია მეორეზე თუ არ არის საკმარისი ინფორმაცია დასკვნების გასაკეთებლად. Student-produced response ძალიან წააგავს Standard Multiple-choice ტიპის ამოცანებს. თუმცა აქ უკვე დამოუკიდებლად უნდა გაიცეს პასუხები, რადგან შესაძლო პასუხების ვარიანტებს არ გვთავაზობენ.

ნაწილი «წერა» შედგება ტესტებისაგან და თხზულებისაგან. ტესტების კითხვები ძირითადად ეხება გრამატიკის ცოდნას, ენობრივ კონსტრუქციებსა და ლექსიკას. კანდიდატებს სთავაზობენ დავალების სახით ტექსტში შეცდომების გასწორებას, გამონათქვამების გამართვას. თხზულების (ესეის) თემა არის გამონათქვამი, რომელიც მოთხოვს საფუძვლიან მტკიცებულებას ან უარყოფას. ამ ნაწილის დავალებების შესასრულებლად გამოყოფილია 60 წუთი, რომელთაგან 25 წუთი ეთმობა თხზულების წერას.


როგორ ფასდება შედეგი

ტესტირების ყოველი ნაწილი ფასდება 200–დან 800 ქულამდე. საბოლოო ქულა გამოჰყავთ სამივე ნაწილის ქულების შეჯამებით. ტესტის შედეგის ნახვა შეიძლება ინტერნეტით გამოცდის ჩაბარებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ.


SAT–ის ოფიციალური საიტი http://sat.collegeboard.com