მიკოლას რომერის უნივერსიტეტი დაარსდა ლიტვის დამოუკიდებლობის შემდეგ 1990 წელს. იგი არის რეგიონში უდიდესი სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტი. პირველი ლიტვური უნივერსიტეტი, რომელიც კოორდინაციას უწევს „ერასმუს მუნდუსის“ პროექტს.
ერთ-ერთი პოპულარული და თანამედროვე უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში სწავლობს 6 500 სტუდენტი, მათ შორის 74 ქვეყნიდან 200 უცხოელი. უნივერსიტეტს ჰყავს 900 ლექტორი და მკვლევარი, 350 ტექნიკური და ადმინისტრაციული თანამშრომელი.
უნივერსიტეტის აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო აპარატურით, ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს 24 სთ, უკაბელო ინტერნეტი ფარავს მთლიანად კამპუსს, უნივერსიტეტს აქვს კეთილმოწყობილი სტუდენტური სახცოვრებელი, სპორტული დარბაზები, კაფეტერია და სხვა.
ლიტვური დიპლომები აღიარებულია ლისაბონის კონვენციის შედეგად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, აშშ–ში, ავსტრალიაში, კანადაში, ისრაელში, თურქეთში და ა. შ.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას 2023-2024 წ. შემოდგომის სემესტრზე ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):
სარეგისტრაციო გადასახადი: 100 EUR
ინგლისური ენის ცოდნა:
ბაკალავრიატზე სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B1 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას: TOEFL IBT 53-64, IELTS 4.5-5.0.
მაგისტრატურაზე სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B2 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას TOEFL IBT 65-78 IELTS 5.5-6.0.
თუ აბიტურიენტს არა აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი (TOEFL, IELTS), მაშინ მას ჩაუტარდება უფასო ტესტირება ინტერნეტით.
ცხოვრების საფასური:
თვეში 100 ევრო (კეთილმოწყობილი სტუდენტური საცხოვრებელი, მდებარეობს 10 წთ სავალზე უნივერსიტეტიდან).
სწავლის დაფინანსების შანსი:
მხოლოდ მაგისტრატურაზე - ლიტვის მთავრობის გრანტი აფინანსებს თვეში 380 ევროს მთელი სწავლის პერიოდის განმავლობაში.
საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 25 ივლისი, (სწავლა იწყება 1 სექტემბერს).
წლიანი მუშაობის გამოცდილება
სასწავლო დაწესებულება
ქვეყანა მსოფლიოში
კმაყოფილი სტუდენტი