ლიტვისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი - ვილნიუსის უნივერსიტეტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში - 1579 წელს დაარსდა და დღემდე ლიტვის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად რჩება. ყოველწლიურად უნივერსიტეტში განათლებას 22 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს, ლექტორების საერთო რაოდენობაა - 1300.
ვილნიუსის უნივერსიტეტს აქვს 12 ფაკულტეტი, 7 ინსტიტუტი და 4 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. უნივერსიტეტში ასევე განთავსებულია ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი და საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრი. ერთ-ერთი მთავარი მშვენება კი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომლის ერთი ოთახი თითქმის პირვანდელი - საუკუნეების წინანდელი სახით არის შენარჩუნებული, სხვა დარბაზები კი თანამედროვედ აღჭურვილია. ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავში კი არც მეტი, არც ნაკლები 5 მილიონზე მეტი დასახელების წიგნი, მათ შორის სხვადასხვა ენაზე თარგმნილი რამდენიმე ქართული ნაწარმოები, ასევე მანუსკრიპტები და დოკუმენტები ინახება.
ვილნიუსის უნივერსიტეტის უპირატესობები:
• ხარისხიანი განათლება და მრავალწლიანი აკადემიური ტრადიციები - 1579 წლიდან.
• ყველაზე პოპულარული სასწავლო დაწესებულება ლიტვაში
• განვითარებული სამეცნიერო ტექნიკური ბაზა სწავლისა და კვლევებისათვის
• პროგრამები და კურსები ინგლისურ და რუსულ ენებზე
• უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი პროგრამები და მენტორების სისტემა
უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას 2023-2024 შემოდგომის სემესტრზე ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):
სარეგისტრაციო გადასახადი: 100 EUR
ინგლისური ენის ცოდნა:
Cambridge English B2 First (First Certificate of English) 160+, IELTS 5.5+, iBT TOEFL 55+.
თუ საშუალო სკოლა ან ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე გაქვთ დამთავრებული, მაშინ სერტიფიკატი არ არის აუცილებელი.
ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტს აქვს კეთილმოწყობილი სტუდენტური საცხოვრებელი. ფასი თვეში 85-დან 100 ევრომდე.
სწავლის დაფინანსების შანსი:
მაგისტრატურაზე და სამედიცინოზე - ლიტვის მთავრობის გრანტი
საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 1 ივლისი (სწავლა იწყება 1 სექტემბერს).
წლიანი მუშაობის გამოცდილება
სასწავლო დაწესებულება
ქვეყანა მსოფლიოში
კმაყოფილი სტუდენტი