სწავლა საზღვარგარეთ

მუშაობა ლიტვაში სწავლის პერიოდში

2021 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ცვლილება ლიტვის მიგრაციის კანონში, რითაც უცხოელ სტუდენტებს გაუადვილდათ სამუშაოს პოვნა ლიტვაში.

რა ცვლილებებია?

პირველ რიგში, მაგისტრატურის სტუდენტებს ახლა შეუძლიათ იმუშაონ სრულ განაკვეთზე (40 სთ/კვირაში) და ამისათვის აღარ იქნება საჭირო დამატებითი მუშაობის ნებართვის აღება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოსახლეობას (non-EU, საქართველოს ჩათვლით) თუ აქვთ ლიტვის დროებითი ბინადრობის უფლება შეუძლიათ ისევე ისარგებლონ სამუშაოს უფლებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ლიტვის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. სტუდენტი ვისაც სურვილი ექნება დარჩეს ლიტვაში სწავლის დამთავრების შემდგომ (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) შეუძლია აიღოს დროებითი ბინადრობის უფლება სამუშაოს მოძიების მიზნით. აღნიშნული დროებითი ბინადრობის უფლების საფუძველზე სტუდენტს შეუძლია დარჩეს ლიტვაში სწავლის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში და დაიწყოს მუშაობა მაშინვე, როგორც კი სამსახურს იპოვის. რაიმე დამატებითი ნებართვის აღება საჭირო აღარ არის.

რაც შეეხება ბაკალავრიატის სტუდენტებს (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან), ვისაც აქვს დროებითი ბინადრობის უფლება შეუძლიათ იმუშაონ კვირაში 20 სთ. ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში 40 სთ/კვირაში.

წყარო workinlithuania.lt