სწავლა საზღვარგარეთ

ლიტვის მთავრობის გრანტი

დაიწყო განაცხადების მიღება ლიტვის მთავრობის გრანტზე ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში (სამაგისტრო პროგრამებზე ან ინტეგრირებულ სწავლებაზე) სწავლის მსურველთათვის.

საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის და ლიტვური წარმოშობის მქონე უცხოელი მოქალაქეებისათვის სულ გამოყოფილია 15 გრანტი. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 400 ევროს.

აუცილებელი მოთხოვნები:

1. უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქე.
2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მიღებული მინიმუმ 210 კრედიტი ლიტვურ უმაღლეს სასწავლებელში.
3. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ლიტვურ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ოფიციალური წერილი.
4. კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს იმ ენას რომელ ენაზეც ხორციელდება სწავლება (ლიტვური, ინგლისური ან სხვა ენა), მინიმუმ B2 დონე.
5. სახელმწიფო სტიპენდია ეძლევა მხოლოდ ერთხელ. კანდიდატს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო ეს დაფინანსება, მას მეორედ აღარ მიეცემა.
6. სახელმწიფო სტიპენდია არ გაიცემა იმ კანდიდატზე რომელიც სწავლობს ან გეგმავს ისწავლოს ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამაზე, როდესაც სწავლება (მობილობის სავალდებულო პერიოდი) მიმდინარეობს კანდიდატის ქვეყანაში.
7. სახელმწიფო სტიპენდია არ მიეცემა კანდიდატს, რომელსაც უკვე აქვს სამაგისტრო ხარისხი.

აპლიკაციის პროცედურა:

შერჩევის პირველი ეტაპი: კანდიდატს შეაქვს განაცხადი ონლაინ სისტემის საშუალებით და ატვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტებს. ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ინგლისურ ან ლიტვურ ენაზე.
შერჩევის მეორე ეტაპი: (მხოლოდ მათთვის ვინც გაიარა შერჩევის პირველი ეტაპი). კანდიდატმა ლიტვურ უმაღლეს სასწავლებელს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის მიერ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას (დიპლომი და მისი დანართი). ლიტვური უმაღლესი სასწავლებელი ამ მონაცემებს გადასცემს გრანტის გამცემ ფონდს.

შერჩევის პირველი ეტაპზე (ბოლო ვადაა 7 მაისი 2021 წ.) კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. პერსონალური მონაცემები (მონაცემების შეტანა ხდება ონლაინ სისტემაში);
2. დეკლარაციის ხელმოწერა
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2)
4. სამოტივაციო წერილი
5. ერთი სარეკომენდაციო წერილი
6. ლიტვურ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატი მიღებულია სამაგისტრო ან ინტეგრირებულ სწავლებაზე.

მხოლოდ მათ, ვინც წარმატებით გაიარა შერჩევის პირველი ეტაპი:

შერჩევის მეორე ეტაპზე (ბოლო ვადაა 12 ივლისი 2021 წ.) კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. დიპლომი და დიპლომის დანართი, რომელიც ადასტურებს მის მიერ უმაღლეს სასწავლებლში სწავლის დასრულებას (თარგმნილი ლიტვურ ან ინგლისურ ენაზე).
2. კანდიდატს შეიძლება მოსთხოვონ სხვა დოკუმენტები

კანდიდატების შერჩევა:

წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის შეფასება მოხდება ექსპერტთა მიერ. საბოლოო გადაწყვეტილება გრანტის გაცემაზე მიღებული იქნება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
1. აპლიკანტის მოტივაცია (30%);
2. კანდიდატის მიერ სწავლების ენის ცოდნის დონე (20%)
3. აკადემიური მიღწევები (50%)
4. რეკომენდაცია

პრიორიტეტები:

- პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც აპირებენ ან უკვე დაიწყეს მაგისტრის დიპლომირებული დიპლომის შემდგომი პროგრამა ლიტვურ ენაზე.
- პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც ლიტვური წარმოშობის უცხოელები არიან.
- პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის ან პროფესიული ბაკალავრის დიპლომი.
- პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც აპირებენ სწავლას ან უკვე სწავლობენ ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალობით:
Mathematics;
Informatics;
Physical sciences;
Life sciences;
Engineering;
Technological Sciences;
Health sciences;
Veterinary sciences;
Agriculture;
Education sciences;
Art;
Sport.

პირველი შესარჩევი ტურის შემდეგ კანდიდატებს ეცნობებათ შერჩევის შედეგების შესახებ ელექტრონული ფოსტით არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა.
მეორე შესარჩევი რაუნდის დასრულების შემდეგ კანდიდატებს ეცნობებათ ელ.ფოსტით არა უგვიანეს 2021 წლის 4 აგვისტოსი.

ყურადღება:
კანდიდატებმა გრანტზე უნდა წარადგინონ ლიტვის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წერილი, ანუ ეს ნიშნავს რომ ჯერ უნივერსიტეტში უნდა შეიტანოთ საბუთები (იხდით მხოლოდ რეგისტრაციის თანხას) და მიიღოთ ჩარიცხვის წერილი, რომელსაც შემდეგ ატვირთავთ გრანტის სისტემაში. გრანტზე მიღების ბოლო ვადაა 7 მაისი 2021. გირჩევთ, მოგვმართოთ რაც შეიძლება ადრე, რათა მოესწროს უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილის მიღება.