სწავლა საზღვარგარეთ

რატომ უნდა ვისწავლოთ საზღვარგარეთ?

ცხოვრებისეული გამოცდილება

საზღვარგარეთ სწავლა გაგიხსნით გზას თქვენი, როგორც პიროვნების განვითარების მხრივ. იგი გაგიყვანთ თქვენს ირგვლივ არსებული გარემოს მიღმა და სხვა თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს და მსოფლიოს.

სხვა კულტურის შეცნობა

სხვა ხალხის, მათი ფასეულობებისა და კულტურის ტრადიციების გასაცნობად ერთადერთი საუკეთესო გზა მათთან ერთად ცხოვრებაა. საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას მოგცემთ დაინახოთ საკუთარი კულტურის მსგავსება და განსხვავება სხვა ქვეყნის კულტურასთან და დაგეხმარებათ უფრო მეტად დააფასოთ ორივე მათგანი.

მსოფლიოს ნახვა

საზღვარგარეთ სწავლა გაგიღებთ კარს მოგზაურობისა და სამყაროს შესწავლისთვის. ირგვლივ მდებარე ქუჩების დათვალიერებიდან დაწყებული, ორგანიზებული ექსკურსიებითა და დამოუკიდებელი მოგზაურობით დამთავრებული, ყველა კუთხეში ნახავთ და აღმოაჩენთ რაღაც ახალს.

აკადემიური კრედიტები

რეალური ცხოვრებისეული სირთულეებისთვის მზადება მნიშვნელოვანია. საზღვარგარეთ სწავლას შეუძლია შეავსოს თქვენი აკადემიური კარიერა ბევრად უფრო ფასეული კრედიტების მიღებით, ვიდრე ამას შეიძენდით თქვენს სამშობლოში უნივერსიტეტში სწავლის დროს.

ენაში ჩაძირვის ეფექტი

საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას გაძლევთ განიცადოთ „ენაში ჩაძირვის“ (Language Immersion) ეფექტი, რაც ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა უცხო ენის შესწავლისა და გაუმჯობესებისთვის. ენის შესწავლისას როგორც დამწყებნი, ისე მაღალ დონეზე მყოფნი აღიარებენ, რომ 24/7 „ენაში ჩაძირვა“ ხელს უწყობს არსებული ცოდნის სწრაფ გაუმჯობესებას და განვითარებას.

პროფესიული უპირატესობა

საზღვარგარეთ სწავლა არის ინვესტიცია თქვენს კარიერულ განვითარებაში და დასაქმების ბაზარზე კონკურენტებთან შედარებით იგი მოგცემთ უზარმაზარ უპირატესობას. გლობალიზაციისა და მრავალფეროვანი სამუშაო ძალის პირობებში, დამსაქმებლები აფასებენ საერთაშორისო განათლების მქონე პირებს, რომლებსაც შეუძლიათ კულტურათშორისი კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და გუნდური მუშაობის დემონსტრირება.