სწავლა საზღვარგარეთ

ტურიბას უნივერსიტეტი
Turiba University

რიგა, ლატვია

ტურიბას უნივერსიტეტი მდებარეობს ლატვიის დედაქალაქ რიგაში. ითვლება ერთ-ერთ პოპულარულ კერძო უნივერსიტეტად. კურსდამთავრებლთა 99% დასაქმებულია სხვადასხვა კომპანიებში. ეს არის კურსდამთავრებულთა დასაქმების მხრივ ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამას გარდა სტუდენტთა 80% მუშაობს სწავლის პარალელურად.

ტურიბა არის პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი - აქ პრაქტიკულ მეცადინეობობს ეთმობა დროის 60%, ხოლო თეორიულ სწავლებას - 40%.

ტურიბას უნივერსიტეტის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ბიზნეს იდეების რეალიზაციას. ამისათვის შექმნილია „ტურიბა ბიზნეს ჰაბი“, სპეციალური სივრცე, სადაც არის ყველა პირობა შექმნილი ბიზნეს იდეის წარმოშობიდან დაწყებული ბიზნესის ჩამოყალიბებით და განვითარებით დამთავრებული. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ლატვიის ტოპ 500 კომპანიასთან, რომლებთან ერთობლივადაც ხდება სტუდენტთა მიერ სხვადასხვა პროექტებისა და ივენთების მოწყობა.

ტურიბას აქვს საკუთარი ჰოსტელი (საცხოვრებელი) კამპუსის ტერიტორიაზე 189 კეთლმოწყობილი ოთახით, სადაც შესაძლებლეია 700-მდე სტუდენტის განთავსება.

უნივერსიტეტში მოქმედებს 2 კაფე-სასადილო, სტუდენტური კავშირი და საკალათბურთო და ფრენბურთის გუნდები.

უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):


ბაკალავრიატი
  • Tourism and Hospitality Management (4 years) - €2,470 per year
  • Business Administration (4 years) - €2,470 per year
  • Management of International Communication (4 years) - €2,470 per year
  • Journalism and Media (4 years) - €2,470 per year
  • Public Relations (4 years) - €2,470 per year

მაგისტრატურა
  • MBA- Tourism Strategic Management (2 years) - €2,570 per year
  • Master programme in Business Administration (2 years) - €2,570 per year

სარეგისტრაციო გადასახადი: 100 EUR

ჩარიცხვის პირობები:
minimum average grade (CGPA) > 60%

ინგლისური ენის ცოდნა:
უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის აუცილებელი მოთხოვნა არის ინგლისური ენის ცოდნა. IELTS 6.0, TOEFL 70 ან Cambridge English სერტიფიკატები სასურველია. თუ არა აქვს სერტიფიკატი, მაშინ კანდიდატს ჩაუტარდება ონლაინ ტესტი კომპიუტერით.

ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ცხოვრებას რიგაში სტუდენტურ საცხოვრებელში. თითოეულ ოთახში შესაძლებელია განთავსდეს 1,2, 3 ან 4 სტუდენტი. ფასები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ოთახების აღჭურვილობაზე, თვეში 59–დან 240 ევრომდე.

საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 ივლისი.

20

წლიანი მუშაობის გამოცდილება

320

სასწავლო დაწესებულება

54

ქვეყანა მსოფლიოში

3200

კმაყოფილი სტუდენტი

სად გინდა ისწავლო?