სწავლა საზღვარგარეთ

ვისტულას უნივერსიტეტი
Vistula University

ვარშავა, პოლონეთი

ვისტულა უნივერსიტეტების ჯგუფი შედგება 4 უნივერსიტეტისგან: ვისტულას უნივერსიტეტი (ვარშავა), ვისტულას ტურიზმის სკოლა (ვარშავა), ბიზნესის უნივერსიტეტი WSH (ვროცლავი), ოლშტინის უნივერსიტეტი (ოლშტინი).


ვისტულას უნივერსიტეტი

ვისტულას უნივერსიტეტი ფუნქციონირებს 1992 წლიდან. უნივერსიტეტი ჩამოაყალიბეს ცნობილმა ექსპერტებმა, რომელთაც აქვთ რეალური გავლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კერძოდ, პროფესორი Krzysztof Rybiński - პოლონეთის ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი Andrzej Olechowski - ყოფილი ფინანსთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესორი Longin Pastusiak - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე.

უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ფირმებთან და ყოველმხრივ მხარს უჭერს სტუდენტურ ინიციატივებს ბიზნესის სფეროში. უნივერსიტეტი სთავაზობს სასწავლო პროგრამებს პოლონურ და ინგლისურ ენებზე.


რეიტინგები და პრიზები

- უნივერსიტეტი შედის პოლონეთის კერძო უმაღლესი სასწავლებლების ათეულში - მე-5 ადგილი 2014 წლის რეიტინგებში ("Perspektywy", "Rzeczpospolita")
- ფინანსებისა და ბიზნესის აკადამია ვისტულა პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური სასწავლებელია - «Perspektywy» და «Dziennik Gazeta Legal" 2014 წლის რეიტინგების მიხედვით.
- უნივერსიტეტი აღიარებული იქნა „საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად“ Home&Market რედაქციის მიერ, ასევე დაჯილდოვდა European Business Center Club-ის მედალით საუკეთესო სასწავლო პროგრამის და სტუდენტების პრაქტიკის ჩატარებისთვის.
- უნივერსიტეტში სწავლების მაღალ დონეს აღიარებენ ორგანიზაციები, რომლებმაც ჩაატარეს აკრედიტაცია: CEEMAN - მმართველობის სფეროში, WACE - სწავლო პროგრამების და სტაჟირების კომბინაციის კუთხით, IAU - სწავლების ხარისხის კუთხით.


კამპუსი

უნივერსიტეტს აქვს ერთ–ერთი ლამაზი და თანამედროვე კამპუსი ვარშავაში. მეტროს სადგურიდან დაშორებულია სულ რაღაც 50 მეტრით. კამპუსი განლაგებულია 25 000 მ2 ფართობზე და აქ განთავსებულია 6 კომპიუტერული ლაბორატორია, 8 დიდი აუდიტორია, 60 სალექციო აუდიტორია, მდიდარი ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ოლიმპიური სპორტის დარბაზი. შენობის გარეთ არის ტენისის კორტები, მიწისქვეშა პარკინგი და საზოგადოებრივი დასვენების ადგილები.

უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში (სწავლის ფასი მითითებულია წელიწადში):


ბაკალავრიატი
  • Dietetics (3 years) - €2,500 per year
  • Economics (3 years) - €2,500 per year
  • English Studies (3 years) - €1,750 per year
  • Finance and Accounting (3 years) - €2,500 per year
  • Graphics (3 years) - €2,000 per year
  • International Relations (3 years) - €2,500 per year
  • Journalism and Social Communication (3 years) - €2,500 per year
  • Management (3 years) - €2,500 per year
  • Management (Wroclaw, 3 years) - €2,050 per year
  • Tourism and Leisure (Wroclaw, 3 years) - €3,500 per year
  • Tourism and Recreation (3 years) - €2,500 per year

საინჟინრო სპეციალობები
  • Architecture (4 years) - €3,000 per year
  • Computer Engineering (3.5 years) - €2,500 per year
  • Computer Engineering (Wroclaw, 3.5 years) - €2,750 per year
  • Logistics (Wroclaw, 3.5 years) - €3,500 per year

მოსამზადებელი პროგრამა ინგლისურ ენაში
  • Preparatory English language course (900 hours) - €3,500 per year
  • Preparatory English language course (450 hours) - €1,850 per semester
  • Preparatory English language course (Wroclaw, 1 year) - €2,500 per year

მაგისტრატურა
  • Applied Data Science (Computer Engineering sub-major) (1.5 years) - €3,600 per year
  • Computer Engineering (1,5 years) – €2,500 per year
  • Energy Management (Management sub-major) (2 years) - €2,500 per year
  • English Studies (2 years) - €1,750 per year
  • Finance and Accounting (2 years) - €2,500 per year
  • International Relations (2 years) - €2,500 per year
  • Management (2 years) - €2,500 per year
  • Management (Wroclaw, 2 years) - €3,000 per year
  • Tourism and Leisure (Wroclaw, 2 years) - €2,000 per year
  • Tourism and Recreation (2 years) - €2,000 per year

აქცია - 20%-იანი ფასდაკლება
თუ დარეგისტრირდებით ვისტულას უნივერსიტეტში - შემოიტანთ ყველა საბუთს და გადაიხდით სწავლის გადასახადს 2021 წ. 30 აპრილამდე, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას სწავლების შემდგომ წლებზე (2nd, 3rd and 4th years).

სარეგისტრაციო გადასახადი: 120 EUR

ინგლისური ენის ცოდნა:
სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B2 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას TOEFL IBT 65-78 IELTS 5.5-6.0.
თუ აბიტურიენტს არა აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი (TOEFL, IELTS), მაშინ მას ჩაუტარდება უფასო ტესტირება ინტერნეტით და მიეცემა უფლება 1 წლის ვადაში (სწავლის პარალელურად) ჩააბაროს გამოცდა და აიღოს სერტიფიკატი ამავე უნივერსიტეტში.

ცხოვრების საფასური:
უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ცხოვრებას ვარშავაში სტუდენტურ საცხოვრებელში. თითოეულ ოთახში შესაძლებელია განთავსდეს 1,2, 3 ან 4 სტუდენტი. ფასები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ოთახების აღჭურვილობაზე, თვეში 160–დან 225 ევრომდე.

დახმარება სამუშაოს შოვნაში:
უნივერსიტეტი დახმარებას უწევს უცხოელ სტუდენტებს სამუშაოს შოვნაში, რათა მათ გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა. სწავლების პირველივე წლიდან სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ ლეგალურად პოლონეთში. სამუშაო მოიძებნება თითოეული პიროვნებისათვის (სპეციფიური ცოდნის გარეშეც კი), თუმცა აუცილებელია, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ კანონის სავალდებულო მოთხოვნებს და ფლობდნენ პოლონურ ენას მინიმალურ დონეზე მაინც.

საბუთების მიღების ვადები:
ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2021 (სწავლა იწყება ოქტემბერში).



20

წლიანი მუშაობის გამოცდილება

320

სასწავლო დაწესებულება

54

ქვეყანა მსოფლიოში

3200

კმაყოფილი სტუდენტი

სად გინდა ისწავლო?